Monday, July 23, 2018

დღე მეცხრე

  
  დასრულდა ჩვენი ტრენინგი, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოვისმინე კოლეგების მიერ წარმოდგენილი მეტად საინტერესო პრეზენტაციები. ბოლოს ჩემი საქაღალდეც ავტვირთე ბლოგზე. გავეცანი როგორ შეიძლება პროექტის დასრულების შემდეგ პრეზენტაციის განხილვა და შეფასება. უკეთ  გავიაზრე  სასწავლო პროექტის ყველა პროცედურა, ვფიქრობ ახალ სასწავლო წელს განვახორციელო პროექტი.
   დიდი მადლობა ბატონ დიმიტრის აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

Saturday, July 21, 2018

დღე მერვე




  დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. დეტალურად განციხილეთ დიფერენცირებული  სწავლების კომპონენტები პროექტით სწავლებაში, სიღრმისეულად განვიხილეთ ფასილიტაცია, ვნახეთ კონკრეტული მაგალითები. განვიხილეთ განსაკუტრებული საჭიროების მქონე  და ნიჭიერი მოსწავლეების სწავლებას პროექტებით.
გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას.

Thursday, July 19, 2018

დღე მეშვიდე




    დღეს გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას, განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,გავეცანით შეფასების რუბრიკებისა და ჩეკლისტების ბიბლიოთეკას,. განვიხილეთ რამდენიმე პროექტი და მათი შეფასების სქემები და რუბრიკები, რომელიც მოვარგეთ ჩვენს მიერ არჩეულ პროექტის თემას.
     განვიხილე ჩვენი პროექტების მსვლელობის მონახაზი, მივიღე ძალიან სასარგებლო რეკომენდაციები და რჩევები.

Monday, July 16, 2018

დღე მეექვსე


ტრენინგის მეექვსე დღე მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

სასწავლო ნიმუშის სექმნას
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ნიმუშის შეფასებას
მოსწავლის სავარაუდო ფორმების შედგენა
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვას

Sunday, July 15, 2018

დღე მეხუთე


დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული აღმოჩნდა.დღეს დავასრულეთ მასწავლებლის პორტფოლიო და ავტვირტეთ ბლოგზე. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა, ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება,ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის, ინტერნეტ კავშირს მსოფლიოსთან,ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენებაზე.ძალიან საინტერესო იყო სამუშაო პროცესი. ვიმუშავეთ კოლეგების ნამუშევრების უკუკავშირზე.

პროექტის პრეზენტაცია