ტრენინგის მეორე დღე კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ჯგუფის მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო პროექტის თემატიკა, მიზნები, მონახაზები, ვისწავლე ახალი ბლოგის გახსნა/დამატება უკვე არსებულში,რომელსაც გამოვიყენებ ახალი პროექტისთვის. შემდეგ ვიმუშავეთ თუ როგორ განვათავსებდით რეფლექსიას ბლოგზე და პრაქტიკულადაც განვახორციელე, ასევე გავეცანი პროექტის წინასწარი დაგეგმვის პროცესებს, ჩეკლისტებს, რომელიც განვათავსე შესაბამის საქაღალდეში, ჩემს მიერ შექმნილ საქაღალდეებში google drive-ზე, ვისწავლე თუ როგორ შევქმნა ბუკლეტი (ბროშურა) პროექტისთვის.
ტრენინგის დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
ბუკლეტი, ბლოგი, არის ხელსაწყოები, რომლებიც გვეხმარება, რომ საზოგადოება (პედაგოგები, მშობლები, საზოგადოება, მოსწავლეები) ინფორმირებული გვყავდეს, თუ რა ხდება ჩვენს კლასში, მნიშვნელოვანია კომუნიკაციის ამ ხელსაწყოების გამოყენება და დანერგვა სასწავლო პროცესში.
ReplyDelete