Monday, July 23, 2018

დღე მეცხრე

  
  დასრულდა ჩვენი ტრენინგი, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოვისმინე კოლეგების მიერ წარმოდგენილი მეტად საინტერესო პრეზენტაციები. ბოლოს ჩემი საქაღალდეც ავტვირთე ბლოგზე. გავეცანი როგორ შეიძლება პროექტის დასრულების შემდეგ პრეზენტაციის განხილვა და შეფასება. უკეთ  გავიაზრე  სასწავლო პროექტის ყველა პროცედურა, ვფიქრობ ახალ სასწავლო წელს განვახორციელო პროექტი.
   დიდი მადლობა ბატონ დიმიტრის აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

Saturday, July 21, 2018

დღე მერვე




  დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. დეტალურად განციხილეთ დიფერენცირებული  სწავლების კომპონენტები პროექტით სწავლებაში, სიღრმისეულად განვიხილეთ ფასილიტაცია, ვნახეთ კონკრეტული მაგალითები. განვიხილეთ განსაკუტრებული საჭიროების მქონე  და ნიჭიერი მოსწავლეების სწავლებას პროექტებით.
გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას.

Thursday, July 19, 2018

დღე მეშვიდე




    დღეს გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას, განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,გავეცანით შეფასების რუბრიკებისა და ჩეკლისტების ბიბლიოთეკას,. განვიხილეთ რამდენიმე პროექტი და მათი შეფასების სქემები და რუბრიკები, რომელიც მოვარგეთ ჩვენს მიერ არჩეულ პროექტის თემას.
     განვიხილე ჩვენი პროექტების მსვლელობის მონახაზი, მივიღე ძალიან სასარგებლო რეკომენდაციები და რჩევები.

Monday, July 16, 2018

დღე მეექვსე


ტრენინგის მეექვსე დღე მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

სასწავლო ნიმუშის სექმნას
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ნიმუშის შეფასებას
მოსწავლის სავარაუდო ფორმების შედგენა
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვას

Sunday, July 15, 2018

დღე მეხუთე


დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული აღმოჩნდა.დღეს დავასრულეთ მასწავლებლის პორტფოლიო და ავტვირტეთ ბლოგზე. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა, ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება,ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის, ინტერნეტ კავშირს მსოფლიოსთან,ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენებაზე.ძალიან საინტერესო იყო სამუშაო პროცესი. ვიმუშავეთ კოლეგების ნამუშევრების უკუკავშირზე.

პროექტის პრეზენტაცია


Tuesday, July 10, 2018

დღე მესამე




   მიმდინარე ტრენინგზე გავეცანი ჩემი პროექტების დაგეგმვას, მიზნების ფორმულირებას, ასევე  გავეცანი  მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების ფორმულირებას, განახლებული ბლუმის ტაქსონომიას, რომელსაც გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას. ვიმუშავეთ საგნობრივი სტანდარტებსა და შესაბამისი ინდიკატორების გამოყენებაზე, რომელსაც შევარჩევ და გამოვიყენებ ჩემი პროექტის გაწერისას. 


Saturday, July 7, 2018

დღე მეორე



      

    ტრენინგის მეორე დღე კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ჯგუფის მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო პროექტის თემატიკა, მიზნები, მონახაზები, ვისწავლე ახალი ბლოგის გახსნა/დამატება უკვე არსებულში,რომელსაც გამოვიყენებ ახალი პროექტისთვის. შემდეგ ვიმუშავეთ თუ როგორ განვათავსებდით რეფლექსიას  ბლოგზე და პრაქტიკულადაც განვახორციელე, ასევე გავეცანი პროექტის  წინასწარი დაგეგმვის პროცესებს, ჩეკლისტებს, რომელიც განვათავსე შესაბამის საქაღალდეში, ჩემს მიერ შექმნილ საქაღალდეებში google drive-ზე, ვისწავლე თუ როგორ შევქმნა ბუკლეტი (ბროშურა) პროექტისთვის.
 ტრენინგის დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.


Friday, July 6, 2018

დღე პირველი

       
 2018 წლის 6 ივლისს ჩავერთე ტრენინგში ,,პროექტებით სწავლება" ტრენერმა ბატონმა დიმიტრიმ გაგვაცნო ტრენინგის სასწავლო მიზნები და ამოცანები, ისაუბრა პროექტით სწავლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესში. გაგვაცნო პირველი დღის საკითხები, რომელიც მოიცავდა:

 ვიუვერი-ელექტრონული სახელმძღვანელოს, 21-ე საუკუნის უნარების შესახებ ინფორმაციას, სასწავლო პროექტის-გაკვეთილის შესახებ, თუ როგორ შევძლოთ სასწავლო პროექტის იდეების გენერირება და ასევე გავეცანით სასწავლო პროექტების ნიმუშებს.

 ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.